იტალიაში წასვლამდე ბორხამ „რეალთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა
ბორხა მაიორალის „რომაში“ ტრანსფერის დეტალები ცნობილია.
სანამ მაიორალი იტალიაში გაემგზავრებოდა სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, რათა მომდევნო წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსი არ მიეღო.
მაიორალი „რომას“ 2 წლიანი იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვა 2021 წელსაც შეეძლება 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
თუ რომაელები ესპანელ ფორვარდს 2022 წელს გამოისყიდიან, მათ 20 მილიონის გადახდა მოუწევთ.
- 3 ოქტომბერი 2020
- 593
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.