ვარჯიში კოკისპირული წვიმის ფონზე
მადრიდის „რეალმა“ დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გამართა.
აღსანიშნავია, რომ სესია რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა.
ზიდანის ბიჭებმა კოკისპირულ წვიმაში ივარჯიშეს. სესიაში მონაწილეობა არ მიუღია ბორხა მაიორალს, რომელიც იტალიაში გაემგზავრა და სულ მალე „რომასთან“ საიჯარო კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მილიტაომ მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა, ხოლო კროოსი, აზარი და მარიანო აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
ხვალ „ბლანკოსი“ ფინალურ ვარჯიშს გამართავს, ზეგ კი „ლევანტეს“ დაუპირისპირდება.
- 2 ოქტომბერი 2020
- 994
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.