“Special One”-ი “მადრიდის რეალში“ – ანალიზი

მას შემდეგ, რაც კლუბიდან მანუელ პელეგრინი დაითხოვეს, უფრო და უფრო მოახლოვდა დრო, როცა „მადრიდის რეალის“ მთავარი მწვრთნელის სადავეებს ჟოზე მაურინიო ჩაიბარებს.

ამას წინათ გამართულ პრეს–კონფერენციაზე, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ „მადრიდის რეალი“ წყვეტს თანამშრომლობას მანუელ პელეგრინთან. მას არაფერი უთქვია ჟოზე მაურინიოს „მადრიდის რეალში“ გადმოსვლასთან დაკავშირებით.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც განვლილ სეზონს ვიხილავდით/ვაანალიზებდით. ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ მანუელ პელეგრინის ერას კლუბში წერტილი დავუსვათ.“–განაცხადა პერესმა.

„გვინდა მას მადლობა გადავუხადოთ გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისთვის და მონდომებისთვის.“

„საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ მას შემდეგ, რაც „მილანის ინტერი“ გაწყვეტს კონტრაქტს ჟოზე მაურინიოსთან, იგი „მადრიდის რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მოვიწვიოთ.“

პელეგრინს მიეზღო არც თუ ისე კარგი ურთიერთობის გამო გამომცემლობა Marca–სა და AS–თან, რომლებიც მას საკმაოდ ხშირად აკრიტიკებდნენ მისეული ხედვის გამო , განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს კვლავაც ვერ გაცდა.

მაგრამ არცერთმა მადრიდულმა პრესამ არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ წინა ექვსი წლის განმავლობაშიც ვერ ახერხებდა კლუბი 1/8 ფინალს გაცდომას, ისევე როგორც წელს და ამასთანავე ვერც ერთმა მაშინდელმა მწვრთნელმა ვერ შეძლო „დაცვითი ტაქტიკის“ მწვრთნელის წლევანდელი მიღწევის (102 გატანილი გოლი (!) 38 თამაშში) მიახლოება მაინც. ამასთანავე ამ ექვსი წლის განმავლობაში კლუბი რამდენჯერმე გახდა საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი , მაგრამ მაშინ კლუბს 96 ქულა არ დაუგროვებია.

მაგრამ, როგორ მადრიდს ჩვევია, თუ „ბარსელონა“ უკეთ თამაშობს, ვიდრე ისინი, მაშინ ყველაფერი მწვრთნელისთვის იმ სეზონშივე სრულდება.

მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესი დაბრუნდა, კლუბმა კვლავ დაიწყო უზარმაზარი თანხების გაღება და კვლავ ჩაეყარა საფუძველი ე.წ. „გალაქტიკოს ერა 2“–ს, მაგრამ...

მაგრამ საჭირო გახდა ახალი მწვრთნელი, რომელიც კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად (მწვრთნელების მხრივ რა თქმა უნდა) ჩაითვლება, ეს კი იმის ნიშანია, რომ პროექტმა პირველ სეზონში არ გაამართლა.

პერესმა განაცხადა: „მზად ვარ , რამოდენიმე შეცდომა ვაღიარო, მაგრამ მაურინიოს, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა, მოყვანის შანსის ხელიდან გაშვება ძალიან დიდი შეცდომა იქნება. დარწმუნებულნი ვართ, რომ ახალი სისხლი გვჭირდება და მაურინიო არის ის მწვრთნელი, რომელიც კლუბს მომდევნო წლებში სხვა სიმაღლეებზე აიყვანს.“

ამ ეტაპზე ერთადერთი დაბრკოლება არის მაურინიოს „ინტერისეული“ 8 მლნ. ევროიანი კონტრაქტის გაწყვეტისთვის საჭირო თანხა, რაც „თეთრებს“ მიახლოებით 16 მლნ. ევრო დაუჯდებათ, თუ რა თქმა უნდა სურთ მათ მაურინიოს საკუთარ რიგებში ხილვა.

ყველამ, ვინც ფეხბურთს უყურებს, იცის, რომ მაურინიოს კლუბები არ არიან ექსტრავაგანტულები, სანახაობრივი თამაშის მოყვარულები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი კლუბები ყოველთვის გამარჯვებულები არიან.

შეძლებს კი მაურინიო საკუთარი თამაშის სტილისა და ფილოსოფიის „მადრიდის რეალისთვის“ „თავს მოხვევას“ ?

როგორც ნებისმიერი კარგი მწვრთნელი, მაურინიო დაიწყებს საკუთარი იდეების განხორციელებას დაცვის ხაზში და ეცდება, რომ ის ყველაზე ძლიერ რგოლად აქციოს კლუბში.

მას სურს კლუბში დუგლას მაიკონისა და ეშლი კოულის მოყვანა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პრობლემები შეექმნებათ სერხიო რამოსს, მარსელო ვიეირას ან ალვარო არბელოას?

ცოტა გასაკვირია, რომ მას არ უსაუბრი ცენტრზე. ყველასთვის ცხადია, რომ ის „ჩელსის“ რიკარდო კარვალიოს დიდი გულშემატკივარია. მას სურდა ეს ფეხბურთელი სან სიროშიც წაეყვანა, მაგრამ „ინტერის“ სპორტული დირექტრის ვეტოს გამო ეს ტრანსფერი არ შედგა. ბრანკამ („ინტერის“ სპორტული დირექტორი) მაშინ კარვალიოს ლუსიო ამჯობინა.

„ჩელსიმ“ კარვალიოს უთხრა, რომ მას შეუძლია ზაფხულში სადაც უნდა იქ წავიდეს, შესაბამისად არ იქნება გასაკვირი, თუ პორტუაგალიელთა დუეტს ამ სეზონში „თეთრების“ რიგებში ვიხილავთ.

„მადრიდის რეალის“ სხვა სფეროები შედარებით უფრო ძლიერია.

იკერ კასილასი ეჭვგარეშედ მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია. ხაბი ალონსო ერთ–ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, რომელიც რაფაელ ბენიტესმა „აღმოაჩინა“. გონსალო იგუაინი კი თავდამსხმელი, რომელსაც საკმაო პოტენციალი გააჩნია. არ უნდა დაგვავიწყდეს სეზონის მიხედვით თვალს მოფარებული კაკა და ბენზემა.

მას შემდეგ, რაც გახმაურდა „მადრიდის რეალში“ მაურინიოს შესაძლო გადმოსვლის ამბავი, ჟურნალ–გაზეთებმა დაწერეს, რომ შესაძლოა ბრაზილიელი კაკა გამოყენებულ იქნას კლუბში ჟერარდისა და ფრენკ ლამპარდის მოსაყვანად.

ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს სიმართლე იყოს.

მაურინიო კაკას თავგადაკლული ფანია. ის ბრაზილიელის ყიდვას „ჩელსიში“ ყოფნისას სამჯერ შეეცადა. შესაბამისად, ეხლა, როცა მას ეღირსა მისთვის ერთ–ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელის ხილვა საკუთარ კლუბში ხილვა, ძნელი წარმოსადგენია, რომ მან ის სადმე გაუშვას.

ის ფაქტი, რომ კაკამ წინა სეზონი ჩააგდო და მასზე გაცემული ავანსები არ გაამართლა, მხოლოდ ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ბრაზილიელი დარჩება „სანტიაგო ბერნაბეუზე“. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

პირველი, ის ფლორენტინო პერესის ერთ–ერთი თვალსაჩინო შენაძენია, და მიუხედავად იმისა, თუ როგორ ითამაშა მან ერთი სეზონი, პერესი სულაც არ დააპირებს ფეხბურთელის, რომელშიც კოლოსალური თანხები გადაიხადა, 12 თვის მერე შემცირებული ფასებით კლუბიდან გაშვებას. ეს პირველ რიგში მისი მარცხი იქნება „მადრიდის რეალის“ გულშემატკივართა თვალში.

მეორე მიზეზი იმისა, რომ კაკა დარჩება და არსად წავა არის თავად ჟოზე მაურინიოს პიროვნება. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ გარდა საუკეთესო მწვრთნელობისა, ის საუკეთესო ფსიქოლოგიცაა, შესაბამისად მას ადვილად შეუძლია ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური მომზადება. მან კარგად უწყის, რომ თუ შეძლებს ბრაზილიელის „ყველა ცილინდრის“ ამუშავებას, ის უფრო გაიმტკიცებს საკუთარ ძალაუფლებას კლუბში.

კაკას ცუდ თამაშზე ასევე ცუდი ზეგავლენა იქონია ესპანურმა პრესამ, რომელიც წერდა, რომ კლუბმა შესანიშნავი ნახევარმცველი შეიძინა, მაშინ როცა კაკა ფეხბურთელია, რომელიც ან საბოლოო პასს იძლევა, ან გოლით ასრულებს შეტევებს. ის არაა ფეხბურთელი, რომელმაც შეტევები უნდა მართოს ცენტრიდან, არამედ ისაა ფეხბურთელი, რომელიც დაგვირგვინების წინა პასს აძლევს თანაგუნდელს, ან თავად აგვირგვინებს მომენტებს.

იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მაურინიოს განკარგულებაში იქნებიან მაშინ, როცა „თეთრებს“ შეუერთდება და იმ ფეხბურთელების დახმარებითაც, რომლების ყიდვასაც ეს მწვრთნელი აპირებს , ისე ჩანს, რომ იგი კვლავ დაუბრუნდება 4-2-3-1 სათამაშო ტაქტიკას, რომელიც მას ძალიან კარგად გამოადგა „ჩელსიში“ მუშაობისას. როცა მას კითხეს, თუ რა ტაქტიკით (4-3-3 , 4-4-2, 4-5-1...?) აპირებდა ესპანეთში თამაშს მან ასეთი პასუხი გასცა.

„მე მიყვარს, როცა ვთამაშობ 4 ფეხბურთელით უკან, მაგრამ ჩემი კლუბი უკან სამი ფეხბურთელითაც მზად უნდა იყოს სათამაშოდ. მე სამი მცველით რამდენიმე თამაშის მოგება მოვახერხ, კერძოდ „ჩელსიში“ 5 თამაში მოვიგე , ხოლო „ინტერში“ წინა სეზონში ვითამაშე რა სამი მცველით 3 თამაშის მოგება მოვახერხე. რაც შეეხება მოედნის ცენტრს, აქ რომბისებური ან სამკუთხა განლაგებით შეგვიძლია თამაში. თუ მშვიდი მატჩია, მაშინ შესაძლოა სამი თავდამსხმელითაც ვითამაშო.“


მან რამოდენიმე სიტყვა თქვა ანგელ დი მარიას „რეალში“ შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით, თუ მისი თქმით ფეხბურთელის ფასი შესაბამისი იქნება, მაშინ იგი თანახმაა, თუ არა და არანაირ საჭიროებას ვერ ხედავს ამ ფეხბურთელის ყიდვაში.

როგორ შეეწყობა ჟოზე მაურინიო კრიშტიანო რონალდუს?

ერთ–ერთი ყველაზე დიდი და რთული ალბათ პრობლემა, რომელიც ჟოზეს „მადრიდის რეალში“ ელოდება არის ის, თუ როგორ შეეწყობიან ის და კრიშტიანო რონალდუ ერთმანეთს? ან შეეწყობიან კი ერთმანეთს?

პასუხი არის დიახ.

ორივე მათგანი მოგებისთვის არიან გაჩენილნი.

ორ პორტუგალიელს ერთმანეთთან არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება ქონდათ რამოდენიმე წლის წინ, მაშინ მაურინიო რონალდუს ეგოისტს უწოდებდა. მან იმდენი იძახა, სანამ რონალდუმ საპასუხო კომენტარი არ გააკეთა ჟოზეს განცხადებასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ ორივე მათგანი შეიცვალა, ორივემ იცის, რომ ისინი მხოლოდ გამარჯვებისთვის არიან დაბადებულნი და ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ. რონალდუ ჟოზეს ერთ–ერთი მთავარი ფიგურა იქნება და მისი თამაშიც შესაბამისად ახალ დონეზე ავა.

ითამაშებს თუ არა „მადრიდის რეალი“ ჟოზე მაურინიოს ხელმძღვანელობით სანახაობრივ ფეხბურთს?

მწვრთნელებმა, რომლებმაც ადრე „მადრიდის რეალში“ წარმატებებს მიაღწიეს მაინც ვერ დაიმკვიდრეს ადგილი კლუბში. ეს კი იმიტომ, რომ მადრიდისტები მათ დაცვითი ფებხურთის მოყვარულად თვლიდნენ, ასეთები იყვნენ კაპელო და დელ ბოსკე.

ზემოთხსენებულებიდან გამოსარჩევია დელ ბოსკე, რომელმაც „თეთრებს“ 50–იანი წლების შემდე კიდევ ერთხელ აჩუქა საუკეთესო წლები. მასთან ერთად „ბლანკოსებმა“ „სულ რაღაც“ ოთხი წლის განმავლობაში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა 2–ჯერ (2000 და 2002 წლებში), ლა ლიგაც 2–ჯერ (2001 და 2003 წლებში) , ესპანეთის სუპერ თასი 2001 წელს, უეფას სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასიც 2002 წელს....

ამის პასუხი რა იყო?... „მადრიდის რეალმა“ ის 2003 წელს ტიტულის მოგებიდან ორ დღეში გაანთავისუფლა, მიზეზად კი არასანახაობრივი თამაშის ჩვენება დაასახელეს...

კაპელო „მადრიდის რეალს“ მწვრთნელის რანგში ორჯერ ყავდა. პირველად იყო ერთი სეზონის 1996-97 წწ.–ები განმავლობაში , მაშინ მან ლა ლიგა მოიგო და მერე „მილანში“ დაბრუნდა, საიდანაც იყო წამოსული „ბერნაბეუზე“ სათამაშოდ.

შემდეგ იგი 2006 წელს დაბრუნდა, მაშინ კლუბს ძალიან ცუდი დრო ედგა, დელ ბოსკეს გაშვებიდან მოყოლებული ვერაფრის მოგებას ვერ ახერხებდა, ხოლო კაპელო კი მხსნელის როლში იყო მოსული „ბერნაბეუზე“...

იმ სეზონში მან „მადრიდის რეალს“ ოცდამეათეჯერ მოაგებინა ლა ლიგის ტიტული, მაგრამ ივნისის შუა ნახევარში გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან... მიზეზი? მისი დაცვითი თამაშის სტილი...

ყველამ , ვინც თვალს ადევნებდა ჟოზე მაურინიოს კლუბების თამაშს მისი მწვრთნელობის 10 წლის განმავლობაში, იცის, რომ მისი კლუბები უფრო ძალისმიერი ფეხბურთის მოყვარულნი არიან, ვიდრე სანახაობრივი ფეხბურთის.

როცა იგი „პორტოში“ მუშაობდა, მაშინ მისი შეგირდები დაცვიტ ფეხბურთს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაგრამ მისი ამ თამაშის სტილს, სულაც არ შეუშლია ხელი „პორტო“ 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გამხდარყო, ხოლო ტიტულისკენ მიმავალ გზაზე დაემარცხებინა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლიონი“, „ლა კორონიის დეპორტივო“ და „მონაკო“ კიდევ ფინალში.

მიუხედავად ამისა, ზემოთხსენებული გამოცდილების გამოყენება შეუძლებელი იყო მისი „ჩელსიში“ მუშაობის დროს...

ეს ყველაფერი მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით იყო განპირობებული.

2004-2005 წლებში პენსიონერების მოყვარულმა მაურინიომ 80 მლნ. ფუნტი დახარჯა , მომდევნო წელს (2005-2006) მან ზედ 93 მლნ. ვერო დააყოლა, აქედან 30 მლნ. ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერზე დაიხარჯა. ამ ტრამსფერის გამო უთანხმოება ცამოვარდა რომან აბრამოვიჩსა (რომელიც აქტიურად უჭერდა შევჩენკოს კლუბში მოსვლას მხარს) და ჟოზე მაურინიოს შორის. ჟურნალ–გაზეთებში დაიწერა, რომ მომდევნო წლისთვის რომან აბრამოვიჩმა ჟოზე მაურინიოს მხოლოდ 7 მლნ. გამოუყო ტრანსფერებისთვის.

2004–დან 2007 წლებამდე „ჩელსი“ მსოფლიოში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავდა და მათ წარმატებებიც ქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასდროს უთამაშიათ სანახაობრივი ფებხურთი. ისინი ძალისმიერ, ტაქტიკურ და მოგების მომტან ფეხბურთს თამაშობდნენ, ეს ახარებდა „ლურჯების“ გულშემატკივრებსა და ტავად ფეხბურთელებსაც , მაგრამ მაურინიოს მიდგომასთან და საფეხბურთო ფილოსოფიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა.~

როცა ის 2008 წელს „მილანის ინტერში“ გადაბარგდა, მაშინ თვლიდნენ , რომ იგი სამოთხეში მოხვდა. წარმოიგინეთ დაცვითი ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელი და იტალიური კლუბი...

„ინტერმა“ რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით სამი სკუდეტოს მოგება მოახერხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, რათა ადგილი ჟოზე მაურინიოსთვის დაეთმოთ. ორი წლის განმავლობაში მან სერია ა–ს ორი ტიტული და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტული მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში „ინტერმა“ 1965 წლის შემდეგ პირველად ასწია ჩემპიონთა ლიგის თასი. მაურინიო ამავდროულად ერნს ჰაპელთან და ოტმარ ჰიტსფელდთან ერთად გახდა მწვრთნელი, რომელმაც ორ სხვადასხვა კლუბში მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ეს ყველაფერი მისი ჩვეული ტაქტიკის გამოყენებით იქნა მიღწეული. ფინალისკენ მიმავალ გზაზე, „მილანის ინტერმა“ ახალი "რეკორდი" დაამყარა და გახდა პირველი კლუბი, რომელსაც საერთო ჯამში უარყოფითი ბურთის ფლობის მაჩვენებელი ქონდა (43%) და მიუხედავად ამისა ჩემპიონი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნერაძური“ საკუთარ გასაკეთებელ საქმეს უბურთოდ ართმევდა თავს.

ერთი ყველაზე გამოსარჩევი სტატისტიკური მაჩვენებელი არის ის, რომ 2010 წლის 9 მაისისთვის, ჟოზე მაურინიოს საკუთარ სტადუინზე 136 დაუმარცხებელი შეხვედრა დაუგროვდა: „პორტოში“–38 (მოგება–36; ფრე-2), „ჩელსიში“–60 (მოგება–46, ფრე 14) და „ინტერში“–38 (მოგება–29; ფრე–9);

უკანასკნელი მარცხი ჟოზეს კლუბმა საკუთარ სტადიონზე 2002 წლის 23 თებერვალს იწვნია, როცა „პორტო“ 3:2 დამარცხდა „ბეირა მართან“.

შეუძლია თუ არა ლეოპარდს საკუთარი „მავნე ჩვევის“ გადაგდება და იმ ფეხბურთის თამაში, რომელიც მადრიდისტებს აღაფრთოვანებს?

თუ გადავხედავთ მის მიერ დამყარებულ რეკორდებს და მის კომენტარებს, ცხადი გახდება, რომ ჟოზე მაურინიოს კლუბი კვლავ უწინდებურად გუნდურ თამაშზე იქნება დაფუძნებული

„ეს დაბალანსებული კლუბი იქნება. ჩვენ ჩვენი საკუთარი თამაშის სტილი გვექნება. არ ვაპირებთ ვინმესგან რამის გადმოღებას. „–განაცხადა მან. შემდეგ კი დაამატა– „კლუბი ეს ერტი მთლიანია. ძნელია შენს მეტოქეზე უკეთესი მთელი 90 წუთის მანძილზე იყო, შესაბამისად არის წუთები, როცა შენ ერთ მთლიან გუნდად უნდა იქცე და მოსაგებად ყველაფერი გააკეთო.“


„მადრიდის რეალი“ ცნობილია საკუთარი პოლიტიკური თამაშებით. რა ბედი ელის ჟოზეს?

მწარე გაკვეთილი, რომელიც ჟოზე მაურინიომ მიიღო მისი სამწვრთნელო კარიერის დროს, იყო მისი „ჩელსიდან“ გაშვება.

ის ჩათრეულ აღმოჩნდა რომან აბრამოვიჩის უკანსასცენო პოლიტიკურ თამაშებში მას შემდეგ , რაც მოხდა ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერი. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჟოზე ამ ტრანსფერს ძალიან ეწინააღმდეგებოდა, მწვრთნელმა იფიქრა რა, რომ მას საკმარისი ძალაუფლება გააჩნდა, გამოვიდა პრეს–კონფერენციაზე და სახალხოდ გააკრიტიკა აბრამოვიჩის საქმიანობა, რამაც რუსი ბიზნესმენი უფრო გააღიზიანა.

ბოლოს ის იტყვის, რომ მან სიტუაციას ცუდად გამოიყენა და ეს მას ძალიან წყვეტს გულს. ის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედის, როგორც უფრო ასაკოვანი, დაჭკვიანებული და დინჯი ადამიანი, რომელსაც თვალები ფართოდ აქვს გახელილი.

ბოლო რამოდენიმე კვირაა, რაც მისი აგენტი ხოხე მენდესი მოლაპარაკებებს აწარმოებს კლუბთან და ამ მოლაპარაკებებში ერთ–ერთი მთავარი ადგილი ხორხე ვალდანოს როლს უკავშირდება.

„მადრიდის რეალის“ მოქმედი სპორტული დირექტორი ყველას ახსოვს მისი გამონათქვამის გამო მაურინიოსა და მის „ჩელსისთან“ მიმართებაში, როცა ვალდანომ „ჩელსი“ მის ჟოზესთან ერთად ტალახში ამოსვრილ მაისურს შეადარა.

უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ მაურინიო სულაც არ აპირებს აღნიშნული გამონათქვამის დავიწყებას და იგი საკუთარ მომავალთან ერთად ცდილობს პერესთან მიაღწიოს შეთანხმებას ვალდანოს მომავალთან დაკავშირებითაც.

ბევრი საუბრობს მის შესაძლო განთავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ძნელად წარმოსადგენია. უფრო ადვილი მოსალოდნელია, რომ მას ძალაუფლება შეუზღუდონ და მაურინიოგსგან შორს დააჭერინონ თავი.

სხვა მხრივ მაურინიოს მოუწევს ასევე ურთიერთობის გარკვევა ესპანურ მედიასთან, კერძოდ კი „მადრიდის რეალის“ მედიასთან, Marca–სთან და AS–თან.

ორივე მათგანი ძალიან ფიცხია, მათ ნახევარი შანსიც კი არ ჭირდებათ იმისთვის, რომ რამე თქვან ფეხბურთელებზე და თავად მწვრთნელზე.

თუ მაურინიოს პრესასთან წინანდელ ურთიერთობებს გადავხედავთ , მივხვდებით, რომ მისი და ზემოთხსენებული გამომცემლობების ურთიერთობა ერთი კარგი „ბრძოლა წესების გარეშე“ იქნება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)