„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს დასვენების დრო არ აქვთ, ვინაიდან 4 ოქტომბერს ლა ლიგის მომდევნო ტურს ითამაშებენ. დღეს კოლექტივმა აღდგენითი ვარჯიში გამართა...
ფეხბურთელები, რომლებიც „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, დღეს ნაკლებად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი ყველა დირექტივა შეასრულეს.
ედენ აზარმა ტრავმის მკურნალობა განაახლა, ბელგიელი მწვანე მინდორზე არ გამოჩენილა. ასევე მკურნალობის პროცესშია ტონი კროოსიც.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ კონდიციებსა და ტაქტიკურ მონახაზებს. წინახაზელებმა ვარჯიშის მიწურულს კარში დარტყმებზეც ივარჯიშეს.
ხვალ ზიდანი მორიგ ვარჯიშს გამართავს.
- 1 ოქტომბერი 2020
- 560
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.