დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება
დღეს ჟენევაში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შედგება, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ქომაგები საყვარელი გუნდების ახალ ჯგუფებს იხილავენ. ღონისძიება თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტარტს...
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 20-21 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ბოლო ტური 8-9 დეკემბერს დასრულდება.
„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონის სტატუსით პირველ კალათაშია განთესილი და მეტოქეებს მე-2, მე-3 და მე-4 კალათიდან ელის.
კალათა N 1 - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „სევილია“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „პსჟ“, „ზენიტი“ და „პორტო“.
კალათა N 2 - „ბარსელონა“, მადრიდის „ატლეტიკო“, მანჩესტერ „სიტი“, მანჩესტერ „იუნაიტედი“, დონეცკის „შახტარი“, დორტმუნდის „ბორუსია“, „ჩელსი“ და „აიაქსი“.
კალათა N3 - კიევის „დინამო“, „ზალცბურგი“, „ლაიფციგი“, მილანის „ინტერი“, „ოლიმპიაკოსი“, „ლაციო“, „კრასნოდარი“ და „ატალანტა“.
კალათა N 4 მოსკოვის „ლოკომოტივი“, მარსელის „ოლიმპიკი“, „ბრიუგე“, მიუნხენგლადბახის „ბორუსია“, სტამბოლის „ბაშაქშეჰირი“, „მიდტილანდია“, „რენი“ და „ფერენცვაროში“.
- 1 ოქტომბერი 2020
- 1 102
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.