კურტუა:„მოხარული ვარ, რომ გუნდის გადარჩენა შევძელი“
ტიბო კურტუამ „ვალიადოლიდთან“ მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა...
„მოხარული ვარ, რომ გუნდის გადარჩენა შევძელი. რამდენიმე მომენტში რთული მომენტი იყო, თუმცა ყველაფერი განიმუხტა.“
„მეორე ტაიმში კოლექტივი ბევრად ეფექტური იყო და მომენტებსაც ქმნიდა.“
„ტაქტიკას ხშირად ვცვლით, ზოგიერთ შემთხვევაში 4-4-2 სქემას ვიყენებთ, ზოგჯერ კი 4-3-3-ს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რამდენად მობილურ და ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს გუნდი.“
„სანაკრებო პაუზის შემდეგ აზარი გუნდს დაუბრუნდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ედენი ვერ დაგვეხმარა. მას მხარს ვუჭერ. ვარჯიშებზე აზარს ხშირად ვადევნებდი თვალს და იმედი მქონდა, რომ გუნდს დაეხმარებოდა.“
- 1 ოქტომბერი 2020
- 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.