ზიდანი:„გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მომატება გვმართებს“
ზინედინ ზიდანმა „ვალიადოლიდთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ კარგი თამაში გვქონდა, მაგრამ მეტი გვმართება. ალბათ ზოგიერთი იტყვის, რომ მინიმალური ანგარიშით მოგება მისაღები არ იყო, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მეტოქის კარი რამდენჯერმე გადარჩა. ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა, ერთხელ კი ხარიხას.“
„იოვიჩი შესაძლოა მართლაც წავიდეს, თუმცა ამაზე საუბრის დრო ახლა არ არის. რამდენიმე დღეში სატრანსფერო ფანჯარა დაიკეტება და ყველა ჭორს წერტილი დაესმება.“
„2 თავდამსხმელით თამაში არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი უფრო შეტევითია. მთავარი ხასიათი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაა. პრე-სეზონის ფარგლებში ფაქტობრივად მატჩები არ გაგვიმართავს და ახლა ვცდილობთ საუკეთესო გამოსავალის მოძიებას.“
„ედენ აზარს კუნთების პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ბელგიელი ვერ გვეხმარება. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.“
„ტიბო კურტუამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა და გადამწყვეტი როლი ითამაშა.“
„ვინისიუსმა გოლის გატანა შეძლო. ცვლილებების შემდეგ გუნდი გააქტიურდა. ბოლო მომენტი? ბრაზილიელს ვუთხარი, რომ ერთ-ერთზე მეტი ყურადღება მართებს.“
- 1 ოქტომბერი 2020
- 3 516
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.