ზიდანმა პრესკონფერენცია გამარათა
წინასამატჩოდ ზიდანი ჟურნალისტებს შეხვდა...
ვარანი:
„ის მზად არის. მას არასდროს დაუკარგავს დონე. უბრალოდ ჰქონდა რამდენიმე შეცდომა. მე ვარ მისი მწვრთნელი და დამერწმუნეთ ის სუპერ სეზონს ჩაატარებს. შარშანდელი შეცდომები დავიწყებას მიეცა. არასოდეს არ შემპარვია რაფას შესაძლებლობებში ეჭვი. ის არის შესანიშნავი მოთამაშე. მადრიდის "რეალში" არასოდეს არის ადვილი თამაში. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, შეცდომებს კი ყველა ვუშვებთ. ვარანი პროფესიონალია და იცის რა სჭირდება გუნდს“.
ინტერესი რაულ ხიმენესის მიმართ:
„მე შემიძლია ჩემი გუნდის შესახებ ვისაუბრო დაუსრულებლად, ხიმენესი სხვა გუნდს ეკუთვნის და მასზე ვერაფერს გეტყვით. კიდევ ვიმეორებ კონცენტრაციას ვახდენ იმ ფეხბურთელებზე რომლებიც გუნდში ირიცხებიან. შესაძლოა არის გარკვეული დისკუსიები ხიმენესის ირგვლივ, მაგრამ მე ასმის შესახებ არაფერი ვიცი“.
წინასამატჩო მზადება:
„მოსამზადებლად დრო გვქონდა, გუნდში ამაღლებული სულისკვეთებაა. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაშის ხარისხი და ამავდროულად მშვიდად ვიყოთ. ეს არის სეზონის სტარტი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ პოზიციების გამყარებას“.
ვინიციუსი:
„ყველას სურს მინდორზე ბევრი დროის გატარება და არც ბრაზილიელია გამონაკლისი. ხოლო საბოლოოდ მე ვწყვეტ თუ ვინ იქნება უფრო პროდუქტიული და ტაქტიკას მორგებული კონკრეტული მატჩისათვის“.
გუნდის მოტივაცია:
"არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით. ჩვენ ვიცით, რომ ლა ლიგაში 38 ტურია, მაგრამ, მე მყავს გუნდი, რომელსაც ყოველთვის სურს გამარჯვება. ასევე მომწონს მოტივირებული გუნდების წინააღმდეგ თამაში. სამ დღეში ერთხელ თამაში არ არის ადვილი, მაგრამ ეს არის რაც მოგვწონს. თამაში და ვარჯიში. მოთამაშეები არიან მოტივირებულები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება სირთულეები, მაგრამ ესიც ფეხბურთის ნაწილია. ”
იოვიჩი თუ მაიორალი:
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. მე ყველა ფეხბურთელზე ვაკეთებ გათვლას, რომელიც ჩემს გუნდში ირიცხება. თუ რაიმე ცვლილებები მოხდება ამ კუთხით ყველანი ვნახავთ.“
ედენ აზარი:
„მას სურს თამაში. დიდი პრობლემა ჰქონდა. ეს მას დიდი ხანია აწუხებს. ახლა, როგორც ვხედავთ, კარგად არის. მას აღარ აწუხებს დისკომფორტი. სეზონი ძალიან გრძელია და ჩვენ იმედი გვაქს, რომ ის ჩვენთან იქნება. მას სურს თანაგუნდელებთან ყოფნა, მათი დახმარება და ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომა ".
ტაქტიკური მონახაზი:
„ჩვემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდში არსებული ბალანსი. ტაქტიკური მონახაზები? თქვენ არ იცით რას ვაკეთებ თამაშების მსვლელობისას. მთავარია რას აკეთებს გუნდი, როდესაც ჩვენ გვაქვს ბურთი და როდესაც მის მოსაპოვებლად ვიბრძვიდ. მე შემიძლია ტაქტიკურ მონახაზში ცვლილებების შეტანა, რადგანაც ამისთვის გამაჩნია რესურსი.“
ტრანსფერები:
„ყველას შეუძლია საკუთარი აზრი ჰქონდეს. ჩემი ფეხბურთელებით სრულიად კმაყოფილი ვარ და ჩემთვის ისინი ყოველთვის საუკეთესოები არიან. 5 ოქტომბრამდე შეიძლბა ყველაფერი მოხდეს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ მე ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.“
ვინიციუსი და როდრიგო (სათამაშო დრო):
„ამ კითხვაზე ყოველთვის მეცინება. რას ელოდებით, რომ ვიტყვი ვინიციუს მატჩების 34, 32 ან 31 პროცენტს ითამაშებს? კიდევ ვიმეორებ გუნდის ყველა მოთამაშე მჭირდება. მოთამაშეები მუდამ მზად უნდა იყვნენ რათა გუნდის წარმატებაში თავისი როლი ითამაშონ. ბრაზილიელები ახალგაზრდები არიან მათ ყველაფერი წინ აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი, მე თუ სხვა, ფეხბურთელი ხან ითამაშებს ხანაც თადარიგში დარჩება. მე მყავს 25 მოთამაშე ხოლო მოედანზე 11 მათგანი გადის.“
ვალიადოლიდი:
„ისინი რთული მოწინააღმდეგეები არიან. მუდამ ცდილობენ მეტოქის შეწუხებს. ჩვენ პირველი წუთიდან კარგად უნდა ვითამაშოთ, რათ გავაგრძელოთ ის, რასაც შარშანდელი წლიდან მოყოლებული ვაკეთებდით.“
- 29 სექტემბერი 2020
- 1 829
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.