ბორხამ შესაძლოა 1 წლით გაახანგრძლივოს
„რეალსა“ და „რომას“ შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. იტალიური კლუბი ბორხა მაიორალის 1 წლიან იჯარას ითხოვს, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება გამოსყიდვის უფლება, მაგრამ პერესს მაიორალის გაყიდვა სურს, ვინაიდან 1 წელიწადში მას „ბლანკოსთან“ კონტრაქტი ეწურება.
თუ „ჯალოროსი“ პოზიციას არ შეცვლის, ერთადერთი გამოსავალი „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება რჩება.
ბორხა „ბლანკოსთან“ არსებულ ხელშეკრულებას 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, რათა 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსი არ მიიღოს.
ამ შემთხვევაში მაიორალი „რომაში“ იჯარით წავა, ხოლო შემდეგ ყველაფერს „რომას“ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.
დიდი ალბათობით მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა.
- 28 სექტემბერი 2020
- 816
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.