„რომას“ წინადადება „რეალისთვის“ მიუღებელია
„რომასა“ და ბორხა მაიორალს შორის შეთანხმება მიღწეულია. მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს, მაგრამ მადრიდის „რეალი“ იტალიური კლუბის წინადადებას არ თანხმდება...
„რომა“ 1 წლიან იჯარას და გამოსყიდვის უფლებას ითხოვს, თუმცა სამეფო კლუბი გარკვევით ხსნის, რომ მაიორალს 2021 წელს კონტრაქტი ეწურება, რაც მის იჯარით წასვლას გამორიცხავს.
თუ „ბლანკოსი“ იტალიურ მხარეს დათანხმდება, ბორხა მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და პერესს მისი უფასოდ გაშვება მოუწევს.
„რეალის“ წინადადება და პოზიცია ცნობილია - კლუბმა ბორხა უნდა გაყიდოს, იჯარის მსურველები კი მიზანს ვერ მიაღწევენ.
„მარკას“ ინფორმაციით, ახლა ჯერი „რომაზეა“.
- 28 სექტემბერი 2020
- 1 010
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.