რელანო:"ფლორენტინო სრულყოფილებისკენ მიისწრაფის"
ცნობილი ესპანელი, საფეხბურთო ექსპერტი, ალფრედო რელანო, მადრიდის "რეალის" ცვლილებების მოყვარულ პრეზიდენტზე, ფლორენტინო პერესზე საუბრობს...
"ფლორენტინო არასდროს იტყუება, მაგრამ მისი ავანგარდული საქციელი, ბევრ "მადლიან" ტყუილზე უარესია... ვერ ვიტყვი, რომ პერესს ცუდი ჩვევები აქვს, ან მადრიდის "რეალისთვის" კარგი არ ემეტება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი ფაქტიურად არავის ენდობა. მას ძალიან მოკლე დროში სურს სრულყოფილების მიღწევა, რაც ფაქტიურად შეუძლებელია. მისი უნდობლობა (მწვრთნელების მიმართ) ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად აისახება... ფლორენტინო 'თავკერძა' რევოლუციონერია, რომელსაც სურს, ყველა მოვალეობა თვითონ შეითავსოს, მწვრთნელისაც, მენეჯერისაც..."
"ვფიქრობ, მაურინიოს გუნდში მოსვლის შემდეგ, ფლორენტინო 'მოწევას' (იგულისხმება ყოველწლიური ცვლილებები - ავტ.) თავს დაანებებს, მართალია ეს მას ძალიან გაუჭირდება, თუმცა ჟოზე მადრიდის "რეალში" ყველაფერს შეცვლის. მაუ არავის არ ჰგავს, მას სჭირდება მშვიდი გარემო, რადგან საკუთარი სამუშაო პირნათლად შეასრულოს და ფეხბურთელებთან ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროს. ჩემი აზრით, პერესი 'მავნე ჩვევებს' მალე მოეშვება და მწვრთნელის საქმიანობაში აღარასოდეს ჩაერევა, რადგან მაურინიო განსხვავებული პიროვნებაა, მას რაც არ მოსწონს პირდაპირ იძახის, ვფიქრობ ჟოზეს არც ფლორენტინოს გაკიცხვა გაუჭირდება (თუ რა თქმა უნდა ამას საჭიროება მოითხოვს)."
"ვერავინ იტყვის, მაურინიო სამეფო კლუბს როგორი სათამაშო ტაქტიკით წარუძღვება, 4-3-3, 4-4-2, თუ 4-3-2-1, მაგრამ ერთი რამ ნათელია, იგი ბლანკოსში ძირეულ ცვლილებებს მოიტანს. ჟოზე, მადრიდის "რეალის" - "ფლორენციულ" ყოფას მალე დაასრულებს, გარწმუნებთ ახლო მომავალში, სამეფო კლუბში წესრიგი საბოლოოდ დამყარდება. როგორც იქნა, პერესმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მე ფაქტიურად დარწმუნებული ვარ, რომ "თეთრები", მომავალ სეზონში, უამრავ ტრიუმფს მიაღწევენ, რადგან ფლორენტინომ გუნდში სიმტკიცე შემოიტანა, რომელიც არასდროს გატყდება, თუნდაც იგი გააფთრებული, "ბარსელონას" წინააღმდეგ, 10 კაცით იბრძოდეს... ფლორენტინომ თავისივე შეცდომებზე ისწავლა..."
ინფორმაციის წყარო: As.com
ავტორი: Kevlisha
- 28 მაი 2010
- 1 941
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.