მბაპეს „რეალში“ ტრანსფერზე დიდი სიახლეებია!
კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიახლეებია. შეიძლება ითქვას, რომ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას კილიათან დაკავშირებით იმედები გადაეწურა.
მბაპეს აგენტი არ განიხილავს არცერთ შეთავაზებას, რომელიც ალ ჰელაიფის მხრიდან მოდის.
კილიანის ოჯახიც მაქსიმალურად ცდილობს „პსჟ“-სთან კონტაქტს თავი აარიდოს, ვინაიდან ფეხბურთელს საფრანგეთის ჩემპიონატის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
ფრანგული გამოცემების ცნობით, „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რაც პირველ რიგში „ლივერპულის“ აქტიურობით არის გამოწვეული. იურგენ კლოპს კილიანის დამატება სერიოზულად სურს და რამდენჯერმე კომუნიკაციაც სცადა. მერსისაიდელების აქტიურობამ „რეალში“ პანიკა შექმნა. ახალი გეგმის მიხედვით, კილიანი სამეფო კლუბთან გარკვეულ შეთანხმებას გააფორმებს, რაც ფეხბურთელს სხვა კლუბში გადასვლის პერსპექტივას აბსოლუტურად გამორიცხავს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ დათანხმდება თუ არა მბაპე „რეალის“ წინადადებას და შეთანხმების მიღწევას, თუმცა ის ფაქტია, რომ კილიანი „პსჟ“-ს აუცილებლად დატოვებს.
- 28 სექტემბერი 2020
- 5 154
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.