ის, რაც ყველას გამორჩა - ზინედინ ზიდანის ისტორიული შედეგი!

ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ დაპირისპირებაში ისტორიულ შედეგს მიაღწია, რაც ბევრს გამორჩა, თუმცა „რეალის“ ოფიციალური საიტი და სტატისტიკოსები ამ კომპონენტს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ...

ლეგენდამ „რეალის“ მწვრთნელის პოსტზე ლა ლიგაში მე-100 დაპირისპირება მოიგო.

100 მატჩის მოსაგებად ზინედინს 147 დაპირისპირება დასჭირდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლა ლიგაში მოგებების მიხედვით, ზიზუ „ბლანკოსის“ ისტორიაში მეორე მწვრთნელია, ის მხოლოდ მიგელ მუნიოსს ჩამორჩება, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე წვრთნიდა „რეალს“ და მის ხელში გუნდმა 257 დაპირისპირება მოიგო.

მესამე ადგილზე ბეენჰაკერია 89 მოგებით, მეოთხეზე ჟოზე მოურინიო 87 გამარჯვებით, ხოლო მეხუთეზე დელ ბოსკე, რომლის „ბლანკოსმაც“ 84-ჯერ დაასრულა მატჩი გამარჯვებით.

100-იდან 55 შემთხვევაში „რეალმა“ საშინაო არენაზე მოიგო, ხოლო 45-ჯერ გასვლით დაპირისპირებაში.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვებების მხრივ საუკეთესო სეზონი ზიზუს 2016/17 წლებში ჰქონდა, როდესაც მისმა გუნდმა 29 მოგება დააფიქსირა და საბოლოო ჯამში ჩემპიონიც გახდა.

ლა ლიგაში გამართულ 147 დაპირისპირებაში „რეალმა“ 342 გოლი გაიტანა და 142 გოლი გაუშვა. ამ შემთხვევაში ზიზუს შედეგი + 200 გოლია.

ფრანგმა სპეციალისტმა ლა ლიგის მოგება 2016/17 და 2019/20 წლების სეზონში შეძლო.

  • Hala
  • 27 სექტემბერი 2020
  • 5 541
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)