ვალვერდე:„პირველი ტაიმის შემდეგ ზიდანმა გეგმა შეცვალა“
ფედერიკო ვალვერდემ „ბეტისთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„საკმაოდ რთული მატჩი იყო. გასვლითი დაპირისპირება თანაც „ვილამარინზე“ არასდროსაა მარტივი. პელეგრინის გუნდის მიზანს 3 ქულის მოპოვება წარმოადგენდა.“
„პირველი 45 წუთის შემდეგ ზიდანს გასახდელში სერიოზული საუბარი ჰქონდა. ფრანგმა დაგვავალა, რომ მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან თამაშში გარდატეხა უნდა შეგვეტანა, სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევდით.“
„ფრე მიუღებელი შედეგი იყო და გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.“
„შარშანდელი სეზონის მიწირულს ჩემი გამოსვლით კმაყოფილი არ გახლდით. ჩემზე კარანტინმა ძალიან ცუდად იმოქმედა, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა ვპროგრესირებ და გუნდის დახმარება შემიძლია.“
- 27 სექტემბერი 2020
- 3 998
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.