ნაჩო ფერნანდესს ერთი კვირა დარჩა
ნაჩო ფერნანდესი „რეალიდან“ წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ესპანელ მცველს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს და ხვდება, რომ „რეალში“ დარჩენის შემთხვევაში სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ ექნება...
ნაჩეტეს ერთი კვირა დარჩა. „მილანი“ მზად არის, ფეხბურთელთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელს, ასევე აქტიურობს პორტუგალიური „ბენფიკაც“.
4 ოქტომბრამდე ცოტა დრო რჩება. „მერნეგებმა“ ნაჩოს წასვლის უფლება უკვე მისცეს, ახლა თავად ფეხბურთელზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული.
შეთანხმების შემთხვევაში „ბლანკოსი“ 10 მილიონ ევროს მიიღებს.
- 26 სექტემბერი 2020
- 965
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.