„რეალმა“ ასენსიოს და ვინისიუსის 150 000-ზე მეტი ახალი მაისური გაყიდა!
ასენსიო „რეალის“ ახალი 11 ნომრიან მაისურს მოირგებს, ვინისიუს ჟუნიორმა კი 20 ნომრით უკვე იასპარეზა. უნდა აღინიშნოს, რომ „რეალმა“ ესპანელის და ბრაზილიელის ახალი მაისურების გაყიდვა უკვე დაიწყო.
მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარკომ ბეილის ნომერი ჩაიბარა, ხოლო ვინიმ ასენსიოსი, თუმცა სამეფო კლუბმა უკვე 150 000 მაისურზე მეტის გაყიდვა შეძლო.
როგორც სჩანს, სამეფო კლუბის ქომაგებისთვის აღნიშნული ცვლილება მისასალმებელი და სასიამოვნო აღმოჩნდა.
- 26 სექტემბერი 2020
- 777
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.