„ბენფიკა“ უკან არ იხევს, „რეალმა“ ნაჩოს არჩევანის საშუალება მისცა
პორტუგალიური „ბენფიკა“ უკან არ იხევს. ნაჩო ფერნანდესისადმი ინტერესი კვლავ დიდია.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბენფიკამ“ „რეალს“ კიდევ ერთხელ მიმართა, მაგრამ ფლორენტინო პერესს ნაჩესტესთან დაკავშირებით სხვაგვარი პოზიცია აქვს.
„რეალი“ ნაჩოს არჩევანის საშუალებას აძლევს, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა მხოლოდ იმ მსურველ კლუბთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, რომელსაც ესპანელი მცველი აირჩევს.
ასევე ფერნანდესს შეუძლია, რომ „მერენგების“ რიგებშიც დარჩეს, თუმცა მისი სათამაშო დრო საგრძნობლად იქნება შემცირებული, ვინაიდან დაცვის ცენტრში რამოსის ან ვარანის არყოფნის შემთხვევაში მილიტაოს დაყენება განიხილება, ფლანგებზე კი მარცხენა მარსელო-მენდის დუელია სახეზე, ხოლო მარჯვნივ კარვახალი-ოდრიოზოლასი, რაც ნაჩოს შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
იტალიური გამოცემების ცნობით, ნაჩო ამ ეტაპზე ყველაზე დიდ უპირატესობას „მილანს“ ანიჭებს, შესაბამისად, „როსონერი“ ფავორიტია.
გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელის ფასი 10-იდან 12 მილიონ ევრომდე მერყეობს.
- 25 სექტემბერი 2020
- 1 798
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.