ბეილი:„„რეალში“ გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლა და ძლიერი გამხადა“
გარეთ ბეილი მადრიდის „რეალში“ გატარებულ წლებს იხსენებს და აცხადებს, რომ აბსოლუტურად არაფერს ნანობს.
„ის, რაც პრესაში იწერება ჩემს კონტროლს მიღმაა და არაფრის დაჯერება არ შეიძლება.“
„„ბეილი, რომელმაც დატოვა „ტოტენჰემი“ და გადავიდა „რეალში“ და ბეილი, რომელიც ახლა თქვენ გესაუბრებათ სხვადასხვა პიროვნებაა.“
„7 წლის განმავლობაში მადრიდში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მოვხვდი სხვა კულტურაში, სხვა ხალხსა და გარემოში.“
„ესპანეთის დედაქალაქში არსებულმა მუდმივად წნეხმა გაცილებით გამოცდილი და თავდაჯერებული გამხადა. შეუძლებელია ვნანობდე იმ წლებს, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის 4 თასი, ესპანეთის ლა ლიგა და სუპერთასები მოვიპოვე.“
„ბერნაბეუზე ხშირად ისმოდა გამაყრუებელი სტვენა. ხშირი ლანძღვაც მომისმენია, მაგრამ მე ამ ადამიანებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ისინი ნამდვილი გულშემატკივრები არ იყვნენ. ნამდვილი ქომაგი საკუთარი გუნდის წევრს არასდროს დაუსტვენს.“
„ეს ფეხბურთია, სადაც ყოველთვის არის როგორც პროგრესული, ასევე რეგრესული ეტაპები. ვთვლი, რომ „ტოტენჰემში“ გადმოსვლით ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს და მიგვახვედრებს ეს შეფასება სწორია თუ არა.“
„მადრიდში ბევრი მხარდამჭერდი მყავდა და მათ დღესაც დიდ მადლობას ვუხდი.“
- 25 სექტემბერი 2020
- 3 469
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.