„მერენგებმა“ ფინალური სესია გამართეს
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ფინალური სესია გამართეს. ზიდანის გუნდი „ბეტისთან“ დაპირისპირებისთვის მზად არის.
აღსანიშნავია, რომ ზიდანის განკარგულებაში თითქმის მთელი გუნდია. სრულფასოვნად იტვირთებიან ვასკესი, ასენსიო, აზარი და ისკო.
ედერ მილიტაო ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, კარში დარტყმებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებს.
შეგახსენებთ, დაპირისპირება 26 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.
- 25 სექტემბერი 2020
- 865
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.