თუ „რეალი“ კავანის დაიმატებს, იოვიჩის წასვლა გარდაუვალია
იმ შემთხვევაში, თუ ედინსონ კავანის „რეალში“ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, ლუკა იოვიჩი მადრიდს დატოვებს.
ამ ნაბიჯით ზინედინ ზიდანი სერბ ფეხბურთელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ მიმდინარე სეზონში მისი საჭიროება აღარ არსებობს.
იოვიჩს ფრანკფურტის „აინტრახტის“ სახით მსურველი უკვე ჰყავს, რომელიც მზად არის, მოთამაშე 1 წლიანი იჯარით წაიყვანოს.
ლუკას აგენტი ამ ეტაპზე კავანის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
- 25 სექტემბერი 2020
- 1 362
- 17