ხამეს როდრიგესი:„ბეილს ძალიან ცუდად ექცეოდნენ, ეს მიუღებელია“
ხამეს როდრიგესმა გარეთ ბეილთან დაკავშირებით ისაუბრა. კოლუმბიელი ფეხბურთელის განცხადებით, გარეთი „რეალში“ ისე არ დაფასდა, როგორც უნდა დაფასებულიყო.
„მას შემდეგ, რაც „რეალში“ გადავედი, ბეილი მუდმივად ჩემთან ერთად იყო.“
„გარეთს ძალიან ცუდად ექცეოდნენ. პუბლიკის სტვენა და საშინელი გამონათქვამები ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებდა.“
„ფანები ბეილს დიდი წნეხისქვეშ აქცევდნენ შემდეგ კი მისგან საუკეთესო თამაშს ითხოვდნენ, ეს არ არის სწორი საქციელი.“
„მსურს, რომ უელსელს წარმატებები ვუსურვო. ის ექსტრა კლასის ფეხბურთელია.“
- 25 სექტემბერი 2020
- 6 571
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.