ხუანდე რამოსი:„გარეთ ბეილი „რეალის“ ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა გარეთ ბეილი შეაქო და განაცხადა, რომ უელსელი მოთამაშე „ბლანკოსის“ ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
„ის, რაც ბეილმა „რეალისთვის“ გააკეთა ნამდვილად დასაფასებელია. შეხედეთ ციფრებს და ყველაფერს მიხვდებით.“
„უელსელის ანგარიშზე ბევრი გოლი და საგოლე გადაცემაა, მან ჩემპიონთა ლიგის 4 თასი და ყველა ის ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა.“
„თავის დროზე „ბლანკოსმა“ ბეილში 100 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ სწორედ მისი ტრანსფერი შემდეგ დაიწყო ყოველივე კარგი, რაც „რეალის“ ისტორიაში მოხდა.“
„მადრიდელმა გულშემატკივრებმა გარეთი უნდა დააფასონ და მას ნებისმიერ ახალ კლუბში წარმატება უსურვონ.“
- 25 სექტემბერი 2020
- 955
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.