ზიდანმა მენდის სტატუსი შეუცვალა
თუ წინა სეზონში მადრიდის „რეალის“ მარცხენა ფლანგის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მარსელო ვიეირა მოიაზრებოდა, წელს ვითარება შეცვლილია და ზიდანი გათვლას ფერლან მენდიზე გააკეთებს.
ფრანგმა ფეხბურთელმა „სოსიედადთან“ დაპირისპირებაც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
მენდი 2019 წლის ზაფხულის საუკეთესო შენაძენადაც დასახელდა, ის კონკურენციას უწევდა მარსელოს და სეზონის მეორე ნახევარში ბრაზილიელი ვიცე-კაპიტანის სათადარიგოთა სკამზე გადასმაც შეძლო.
ზიზუ აპირებს, რომ ამ სეზონში ფერლანს კიდევ უფრო მეტი დრო მისცეს, რათა მოთამაშემ შესაძლებლობები უკეთ გამოავლინოს. 8 ივნისს მენდი 25 წლის გახდა, ის მარსელოზე ბევრად პატარაა და მინიმუმ 6-7 წლის განმავლობაში შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.
- 25 სექტემბერი 2020
- 1 295
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.