ბორხა „რომასთან“ ახლოს არის
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ ძალიან მალე კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოემშვიდობება. მიუხედავად იმისა, რომ ზინედინ ზიდანმა ბორხა მაიორალზე გათვლა გააკეთა, ის „რომასთან“ ახლოსაა.
იტალიელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც ფლორენტინო პერესისთვის აბსოლუტურად მისაღები თანხაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანი ბორხას შეხვდა და განუცხადა, რომ მის არჩევანს პატივს სცემს.
ესპანელ ფორვარდს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, ახალ შეთანხმებაზე საუბარი კი არ მიმდინარეობს.
- 25 სექტემბერი 2020
- 930
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.