სიყვარული და ერთგულება - ნაჩო ფერნანდეს იგლესიასი
საკმაოდ საინტერესო სტატიას გვთავაზობს ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ტომას რონსერო...
თუ თქვენ გყავთ შვილი, რომელიც დარწმუნებულია მშობლების სიყვარულსა და ერთგულებაში. თუ სურს წარმატებას მიაღწიოს მადრიდის "რეალში", მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ვალდებაბასს და იქ ნებისმიერს ჰკითხოთ რა არის ასმისთვის საჭირო. "ლა ფაბრიკას" წარმომადგენელები გიპასუხებენ უნდა იყო ისეთი როგორც ნაჩო. იყო მასავით თავმდაბალი, მიზანდასახული და რაც მთავარი კარგი პარტნიორი როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ. ეს არ არის გაზვიადებული ლაყბობა, ეს არის რეალობა, რომელიც ახლავს ამ სამაგალითო ფეხბურთელს მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი შედგა მოურინიოსთან ერთად "ვალენსიას" წინააღმდეგ. რის შემდგომაც მან შეძლო და თავი მოუყარა 200 შეხვედრას, სადაც მის ანგარიშზე 11 გოლი და 7 ასისტია.
მე მახსოვს მადრიდელების სიამაყე მაშინაც როდესაც ნაჩო იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას. მახსოვს მისი დებიუტი რუსეთის ეროვნულ ნაკრებთა. ასევე ულამაზესი გოლი პორტუგალიასთან. ამ ყველაფერმა ევროპულ გუნდებს თვალები ფართოდ გაახელინა და იტალიურმა "რომამ" არ დააყოვნა. "მგლებმა" შეთავაზება გააკეთეს რომელიც საკმაოდ მსუყედ გამოიყურებოდა. ნაჩომ კი კიდევ ერთხელა ანახა ყველას, რომ მისი გული თეთრია და უარი თქვა ფულის შოვნასა და სათამაშო წუთებზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნაჩოს აქვს შესაძლებლობა დადგეს ისეთი ფეხბურთელების მხარდამხარ როგორებიც იყვნენ ზარაგა, კამაჩო, ხენტო და სანჩისი რომლებიც კარიერის მანძილზე მხოლოდ მადრიდის "რეალისათვის" თამაშობდნენ. ესპანელს იმის შესაძლებლობა აძლევს კლუბი, რომ სურვილისამებრ ნებისმიერ კლუბში გადავიდეს. ამგვარად სადაც არ უნდა წახვიდე ჩვენ გავხდებით მილანელები, ნეაპოლელები, რომაელები რადგანაც შენი ერთგულება, თავგანწირვა, ბრძოლისუნარიანობა (რომელმაც დიაბეტიც კი დაამარცხა) ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. შენ ყოველთვი იქნები ჩვენი სიამაყე.
წყარო: "AS.COM"
ავტორი: Tomas Roncero
- 24 სექტემბერი 2020
- 1 234
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.