ბოლოსწინა ვარჯიში „ბეტისთან“ დაპირისპირებამდე
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ბეტისთან“ დაპირისპირებამდე ბოლოსწინა ვარჯიში გამართეს.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კოლექტივთან ერთად იყო მარტინ ოდეგორი, რომელსაც პირველ ეტაპზე კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანალიზის პასუხი სწორი არ გახლდათ.
ზიდანმა დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებსა და ბურთის ფლობის კომპონენტს.
აღსანიშნავია, რომ სრულფასოვან დატვირთვას იღებენ ისკო ალარკონი და მარკო ასენსიო. გუნდთან ერთად იყო ედენ აზარიც, თუმცა ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია, მოხვდება თუ არა ბელგიელი ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბის წინააღმდეგ „რეალის“ განაცხადში.
მთავარმა მწვრთნელმა კვლავ მთავარმა გუნდთან ერთად ავარჯიშა არიბასი და მარვინი. ორივე მოთამაშემ ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი „სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართეს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, ხოლო შემდეგ გუნდს შეუერთდნენ.
ედერ მილიტაო ბოლომდე მზად ისევ არ არის. ბრაზილიელი ფეხბურთელი სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა.
ხვალ ზიზუ ფინალურ ვარჯიშს გამართავს, 26 სექტემბერს კი „ბლანკოსის“ მეტოქე „ბეტისი“ იქნება.
- 24 სექტემბერი 2020
- 743
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.