„რეალისა“ და რამოსის ახალ კონტრაქტზე სიახლეებია!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალისა“ და სერხიო რამოსის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით დასკვნით ფაზაში შევიდა და დიდი ალბათობით სექტემბრის ბოლომდე შეთანხმებას ხელი მოეწერება.

კაპიტანი „ბლანკოსთან“ ხელშეკრულებას 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი ანაზღაურება კი იგივე დარჩება.

აქამდე არსებული მოლაპარაკებები, რომელიც ხელშეკრულების 2023 წლამდე გახანგრძლივებას ეხებოდა დასრულებულია. როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესმა პოზიცია არ შეცვალა.

ახალი კონტრაქტის ამოწურვის დროს, სერხიო 36 წლის იქნება.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ ამ გადაწყვეტილებით სტანდარტს არ არღვევს, რომელიც 33 წლის და უფრო მაღალი ასაკის ფეხბურთელებისათვის მხოლოდ 1 წლიან კონტრაქტებს ითვალისწინებს. რამოსის შემთხვევაში კი არ იქნება გამორიცხული, 2022 წელს დამატებით 1 წლიანი კონტრაქტიც ვიხილოთ, ეს ყველაფერი ფეხბურთელის სათამაშო კონდიციასა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

  • Ramos
  • 24 სექტემბერი 2020
  • 8 585
  • 5

1

24 სექტემბერი 2020 14:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რამოსი ისეთ ხოდზეა ალბათ 40 წლამდე გიჟივით ითააშებს,,, ვერც კი წარმომიდგენია რეალი რამოსის გარეშე,, რამოსი და მარსელო რო წავა ერთი დიდი ეპოქა დასრულდება :/

2

24 სექტემბერი 2020 15:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზემას მხარდამჭერებს მივმართავ ყველაფერი ბრალდება ვინიციუს როდრიგოს შემტევებს კარგით ბენზემა ზე დონეა მაგრამ ამ მოცემულობით გუნდს ჭირდება გამტანები ესაა რეალის პრობლემა ტრანსფერები არააა რა უნდა გაკეთოს ზიდანმა ? რა უნდა შეცვალოს ტაქტიკაში? გავიგეთ რო ბენზემა უმაღლესი კლასია აღარ ( ვდაობ) მაგრამ ხო რაღაც შესაცვლელია გოლები გვინდა ხო? აზარი ასენსიო არაა გარანტი გოლების რაუნდა ქნას ზიდანმა შევეშვათ ბენზემას დალშე?

სხვა ფორვარდი არ გინდათ ბენზემა ხო შეუცვლელია რა კეინი რა ჰალანდი რა კავანი როცა ბენზემააა კარგი არ გვინდა რას მივიღებთ? იოვიჩი არ ინდომებს მარიანო ვინაა ვაბშე კლუბმა რაქნას? არ მითხრათ ამ სასტავით რამეს მიაღწევენო არ ჯობია 4-3-3 თქვას უარი და შეცვალოს ტაქტიკა? არ ვარგა ვინი როდრიგო აზარი ან კარგად როდის იქნება? არ ვდაობ ბენზემას სიდიადეზე მაგრამ წინ ხო რაღაც შესაცვლელია? თქვენი ხედვა? რედონდო დამდე პატივი გამარკვიე რა უნდა ქნას ზიდანმა ტრანსფერების გარეშე?

3

24 სექტემბერი 2020 15:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ციტატა: benzema81
რა უნდა ქნას ზიდანმა ტრანსფერების გარეშე?

წინ აზარი ასენსიო ბენზო დააყენოს როცა გამოჯანმრთელდებიან ან 4-4-2 და აზარი ბენზო წინ და ნახ დაცვაში კაზე ვალვერდე კროოსი მოდრიჩი /ან ოდეგორი /ან ისკო ამ სამეულიდან ერთერთი.
რედონდოს ვეთანხმები რომ ბენზემა არაა ტიპიური გამტანი და ერთფეროვანი 9 და გვერდით სჭირდება მაღალკვალიფიციური გარემარბები, არადა უნიჭო და უინტელექტო ნახირი ყავს ვინის და როდეიგოს სახით. რეალში რა უნდა როდრიგოს ვერ ვხვდები, ზედმეტად უნიჭოა. აზარი და ასენსიო ცოტა კრეატივს შემატებენ და იქნებ თამაშის ხარისხიც გამისწორდეს ციტა

4

24 სექტემბერი 2020 22:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
4-5-1 ტაქტიკით რო ითამაშოს გუნდამა აზარი მოდრდიჩი კროოსი ოდეგორი და კაზე და მეორე ტაიმში 4-3-3

5

25 სექტემბერი 2020 21:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: benzema81
ბენზემას მხარდამჭერებს მივმართავ ყველაფერი ბრალდება ვინიციუს როდრიგოს შემტევებს კარგით ბენზემა ზე დონეა მაგრამ ამ მოცემულობით გუნდს ჭირდება გამტანები ესაა რეალის პრობლემა ტრანსფერები არააა რა უნდა გაკეთოს ზიდანმა ? რა უნდა შეცვალოს ტაქტიკაში? გავიგეთ რო ბენზემა უმაღლესი კლასია აღარ ( ვდაობ) მაგრამ ხო რაღაც შესაცვლელია გოლები გვინდა ხო? აზარი ასენსიო არაა გარანტი გოლების რაუნდა ქნას ზიდანმა შევეშვათ ბენზემას დალშე?

სხვა ფორვარდი არ გინდათ ბენზემა ხო შეუცვლელია რა კეინი რა ჰალანდი რა კავანი როცა ბენზემააა კარგი არ გვინდა რას მივიღებთ? იოვიჩი არ ინდომებს მარიანო ვინაა ვაბშე კლუბმა რაქნას? არ მითხრათ ამ სასტავით რამეს მიაღწევენო არ ჯობია 4-3-3 თქვას უარი და შეცვალოს ტაქტიკა? არ ვარგა ვინი როდრიგო აზარი ან კარგად როდის იქნება? არ ვდაობ ბენზემას სიდიადეზე მაგრამ წინ ხო რაღაც შესაცვლელია? თქვენი ხედვა? რედონდო დამდე პატივი გამარკვიე რა უნდა ქნას ზიდანმა ტრანსფერების გარეშე?

ვერაფერსაც ვერ იზამს იქნება ეს "სვარკა" ფეხბურთი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)