„რეალი“ ზიდანს იქამდე არ გაუშვებს, სანამ მბაპეს არ იყიდის!
ესპანური გამოცემები ზინედინ ზიდანისა და მადრიდის „რეალის“ შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებს ავრცელებენ.
ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი კილიანი მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით ზინედინ ზიდანია. ფრანგი ლეგენდა მბაპეს კუმირია და „რეალში“ ხვდებიან, რომ ზიზუს ფაქტორი საქმეს ამარტივებს.
სამეფო კლუბი ზიდანს კლუბიდან იქამდე არ გაუშვებს, სანამ მბაპე მადრიდისტა არ გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზიზუს მადრიდული მომავალი მინიმუმ 2 წლის მანძილზე მაინც გავრცელდება, ვინაიდან ტრანსფერის თუნდაც 2021 წელს გაჩარხვის შემთხვევაში, ზიზუ კილიანთან იმუშავებს.
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ზიდანი „ბლანკოსში“ 2022 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს, განახლებასთან დაკავშირებით კი მხარეები მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც არსებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურება.
- 24 სექტემბერი 2020
- 14 126
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.