პელეგრინი: მე მსურდა სნეიდერი და რობენი ”რეალში” დარჩენილიყვნენ”
”რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა რომ მას სურდა სნეიდერი და რობენი ”ბლანკოსში” დარჩენილიყვნენ.
მადრიდის ”რეალის” უკვე ყოფილმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ პირველად ისაუბრა ღიად ”ბლანკოსზე”.
”მე ფლორენტინოს საერთოდ არ ვიცნობ და არ ვიცი იგი როგორი პიროვნებაა, მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი აგვისტოში და არ შემიძლია მასზე რაიმეს თქმა. იგი კლუბის პრეზიდენტია და ყველაფერს ის წყვეტს”.
"მე მინდოდა, რომ სნეიდერი და რობენი გუნდში დარჩენილიყვნენ, მაგრამ აზრი არავინ მკითხა. ისინი რომ გუნდში დარჩენილიყვნენ, ჩვენ შეიძლება უკეთეს შედეგსაც მიგვეღწია და ”ბერნაბეუზე” ყველა თამაში მოგვეგო. მეტიც, შეიძლებოდა 120 გოლზე მეტიც გაგვეტანა.”
წყარო:as.com
- 27 მაი 2010
- 2 175
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.