ზიდანის გადაწყვეტილებით დღეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელმა ივარჯიშა
ზინედინ ზიდანმა დღეს „რეალის“ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და სესიაზე მხოლოდ ის ფეხბურთელები იხმო, რომლებიც 100%-ით მზად არიან.
დღევანდელ ვარჯიშზე გამოჩნდნენ ედერ მილიტაო, მარკო ასენსიო, ედენ აზარი, ისკო ალარკონი და ლუკას ვასკესი. ვარჯიშში მონაწილეობა მეკარე ადნრეი ლუნინმაც მიიღო.
ხვალიდან „ბლანკოსი“ მთელი გუნდით ივარჯიშებს და ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადებას ინტენსიურ რეჟიმში შეუდგება.
- 22 სექტემბერი 2020
- 2 564
- 32