„რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელს იმატებს
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ლუკა იოვიჩის გაშვება გადაწყვიტა, მის ნაცვლად კი კოლექტივს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი შეემატება.
არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, გუშინ საღამოს ედინსონ კავანის აგენტი „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას შეხვდა და 1 წლიანი თანამშრომლობის დეტალები შეათანახმა.
ურუგვაელ ფეხბურთელს თავად სურს „მერენგების“ ღირსების დაცვა, მაგრამ ამისთვის კომპრომისზე წასვლა და ხელფასის შემცირება მოუწევს.
ედის „პსჟ“-ში საკმაოდ მიმზიდველი ანაზღაურება ჰქონდა, „ბლანკოსი“ მას ამხელა თანხას ვერ გადაუხდის.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ კავანი თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობს და პერესს მისი დამატება უფასოდ შეუძლია.
- 22 სექტემბერი 2020
- 19 049
- 45
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.