ზიდანი:„„სოსიედადთან“ მატჩი სწორედ ამიტომ ვერ მოვიგეთ“
ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან“ ნულოვანი ყაიმის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ გვქონდა ინტენსიური თამაში, ტაქტიკურად სწორად ვასპარეზობდით, ასევე ბურთსაც ვფლობდით, მაგრამ დაპირისპირება იმიტომ ვერ მოვიგეთ, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებდით, რაც ძალიან სამწუხაროა.“
„რატომ არ ვათამაშე იოვიჩი? ამ შემთხვევაში ბენზემა უნდა შემეცვალა, ფრანგი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სიტუაციას ამწვავებდა, აქედან გამომდინარე, მისი შეცვლა სწორი გადაწყვეტილება არ იქნებოდა, ტაქტიკაში კორექტირების შეტანა კი არ მსურდა.“
„დაცვაში ყველაფერი წესრიგში იყო, ბიჭებმა ასე უნდა გააგრძელონ, ახლა მუშაობა შეტევის გაძლიერებისკენ უნდა მივმართოთ.“
„მარტინის თამაშით კმაყოფილი ვარ. ნორვეგიელს მუხლზე პრობლემა აღარ აქვს, ის აუცილებლად მოუმატებს, ისევე როგორც მთელი გუნდი. პრე-სეზონის ფარგლებში მხოლოდ 1 თამაში ჩავატარეთ.“
- 21 სექტემბერი 2020
- 4 300
- 8