ბეილმა „რეალის“ მატჩების 63.7%-ში მიიღო მონაწილეობა
ბეილი წავიდა, თუმცა მან შექმნა დიდი ისტორია, მოიგო 17 ტიტული და გაიტანა 105 გოლი. ის „ბლანკოსის“ ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება...
„მარკა“ იუწყება, რომ გარეთმა „რეალის“ მატჩების 63.7%-ში მიიღო მონაწილეობა, დანარჩენი 36.3% კი ზოგ შემთხვევაში ტრავმის, ზოგში კი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ უელსელი ფეხბურთელი გადამწყვეტ მატჩებში ხშირად ახერხებდა გოლების გატანას, მის ანგარიშზეა არაერთი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, ასევე სამეფო თასსა და სხვა ტურნირებზე.
გარეთი ყველა სეზონში სტაბილურად ახერხებდა გოლების გატანას, მისთვის 13-15, ზოგიერ სეზონში კი 20 და მეტი გოლის გატანაც არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას.
გასული სეზონი ამ მხრივ კატასტროფული გამოდგა, ჩატარებულ 20 დაპირისპირებაში უელსელმა მხოლოდ 2-ჯერ გამოიჩინა თავი.
ახლა გარეთი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელია, სადაც თავის დროზე გაითქვაა სახელი. ბეილის ანგარიშზე „ტოტენჰემში“ 203 მატჩი და 55 გოლი ფიქსირდებოდა, ახლა კი ისტორია განახლდა და ფეხბურთელი „პრემიერლიგურ“ სტატისტიკას კიდევ გაიუმჯობესებს.
- 20 სექტემბერი 2020
- 1 347
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.