ბოსკე:„„რეალს“ ევროპის გრანდებს შორის ყველაზე სუსტი თავდასხმა ჰყავს“
ვისენტე დელ ბოსკემ მადრიდის „რეალის წინა ხაზთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ზინედინ ზიდანის წარმატების მთავარი საიდუმლო კარგი ნახევარდაცვა უნდა იყოს. ვფიქრობ, „ბლანკოსში“ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები არიან. მოდრიჩს, კროოსს და კაზემიროს კვლავ უკონკურენტო ტრიოდ მივიჩნევ, თუმცა ოდეგორი, ვალვერდე და ისკო ასევე დიდ რესურსს შექმნიან.“
„რაც შეეხება თავდასხმის ხაზს. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ასეთი სუსტი წინა ხაზი „ბლანკოსს“ არ ჰყოლია. ახლა გუნდს ბეილიც გამოაკლდა.“
„შევხედოთ „ბარსელონას“, „ლივერპულს“, „სიტის“, „ბაიერნს“, „პსჟ“-ს და კიდევ ბევრ გუნდს. მათი წინა ხაზი ბევრად სოლიდურია, ვიდრე „ბლანკოსის“.“
„„რეალში“ მინიმუმ 1 ექსტრა კლასის წინახაზელი არის საჭირო. მბაპე? რა თქმა უნდა მივესალმები ფრანგის ტრანსფერს.“
„მომდევნო სეზონში ზიზუს წარმატების გასაღები კვლავ კარგი დაცვა და ნახევარდაცვა უნდა გახდეს. „რეალი“ ყველა ტურნირზე ფავორიტი იქნება.“
- 20 სექტემბერი 2020
- 1 815
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.