რეგილონი:„„რეალი“ აუცილებლად უნდა დამეტოვებინა“
სერხიო რეგილონი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელის რანგში ჟურნალისტებს პირველად ესაუბრა...
„როდესაც ლონდონიდან შემოთავაზება წამოვიდა, პირველ რიგში გარეთ ბეილს დავურეკე და ბევრი ინფორმაცია მივიღე. უელსელმა „ტოტენჰემის“ შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა. შევიტყვე სტადიონის, ქალაქის, ქომაგების შესახებ და ძალიან დავინტერესდი.“
„ცოტა ხანში ბეილმა თავად დამირეკა და მითხრა, რომ დიდი ალბათობით ჟოზე მოურინიოსთან ერთად წავიდოდით, რამაც დამატებითი მოტივაცია მომცა.“
„მადრიდის „რეალი“ აუცილებლად უნდა დამეტოვებინა, რადგან სათამაშო დრო მჭირდება. ზიდანს დიდ პატივს ვცემ, თუმცა მას დაცვის მარცხენა ფლანგზე საკმარისი ფეხბურთელები უკვე ჰყავს, ამიტომ ჩემზე გათვლას ვეღარ გააკეთებდა.“
„წინ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია, სადაც თავის გამოჩენა მსურს. მე უკვე ვითამაშე ეროვნულ ნაკრებში და მსურს, რომ ლუის ენრიკემ კიდევ ხშირად გამომიძახოს.“
„სამეფო კლუბში გატარებული დრო ჩემთვის დაუვიწყარია. „რეალის“ მადლიერი ყოველთვის ვიქნები.“
„დაბრუნება? არ მიყვარს შორეულ პერსპექტივებზე საუბარი. ახლა ჩემი საზრუნავი მხოლოდ „ტოტენჰემში“ წარმატების მიღწევაა.“
„აქ შესანიშნავი გარემო დამხვდა და მჯერა, რომ წინ დიდი თავგადასავლები გვაქვს.“
„ჟოზე მოურინიოს არ ვიცნობ, თუმცა ბავშვობიდან ვუყურებ რა დონის სპეციალისტია პორტუგალიელი. დარწმუნებული ვარ, ჟოზესთან მუშაობა საინტერესო იქნება.“
- 20 სექტემბერი 2020
- 1 498
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.