„რეალმა“ რეგილონის სანაცვლოდ 30 მილიონი მიიღო და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა

მადრიდის „რეალმა“ სერხიო რეგილონის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო და ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა, თუმცა შეთანხმებაში ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი არსებობს...

2022 წლის ზაფხულის ჩათვლით ფლორენტინო პერესს სერხიოს დაბრუნების საშუალება ექნება, თუმცა ამისთვის მიღებულ 30 მილიონს 15 მილიონი უნდა დაამატოს და საერთო ჯამში „ტოტენჰემს“ 45 მილიონი გადაუხადოს.

თუ „ბლანკოსი“ სერხიოს მოინდომებს, ლონდონურ მხარეს ფეხბურთელის შენარჩუნების არანაირი ბერკეტი არ ექნება, თუმცა საჭირო იქნება თავად განაპირა მცველის თანხმობაც.

„მარკა“ იუწყება, რომ „რეალმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება მარსელოს გამო მიიღო. დიდი ალბათობით 2 წელიწადში ბრაზილიელი ფეხბურთელი „მერენგებიდან“ წავა და მარცხენა მცველის დამატების საჭიროება დადგება. ამ შემთხვევაში სერხიო მართლაც იდეალური ვარიანტი იქნება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რა გარემოებები იქნება მადრიდში მენდისთან დაკავშირებით.

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2020
  • 816
  • 2

1

20 სექტემბერი 2020 13:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მენდი არა შმენდი

2

20 სექტემბერი 2020 19:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 117
მენდი კარგი ფეხბურთელია,მაგრამ ზამენა აუცილებლად ჭირდება,რომ კონკურენცია იყოს გუნდში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)