ხორხე ვალდანო: "რეალს" სჭირდებოდა ძლიერი პიროვნება"
"რეალის" გენერალურმა მენეჯერმა ხორხე ვალდანომ განმარტა, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მანუელ პელეგრინის განთავისუფლების შესახებ...
"ჩვენ არ ვლაპარაკობთ პელეგრინის ჩავარდნის შესახებ, საუბარი იმაზეა რომ, ჩვენ ვერ შევძელით იმ მიზნების შესრულება, რომელიც დავისახეთ სეზონის დასაწყისში. ჩვენ ვთვლით, რომ გვჭირდება ძლიერი პიროვნება კლუბის სათავეში, ამიტომაც ჩვენ ავირჩიეთ მოურინიო.
არ ვფიქრობ, რომ მე ვუღალატე პელეგრინის. მანუელი-დიდი პროფესიონალია და ესმის, რომ ხანდახან გვიწევს რთული გადაწყვეტილების მიღება შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე. "რეალი" უნდა იყოს ევროპული ფეხბურთის ლიდერი.
მოურინიო-ძალიან მოქნილი სპეციალისტია. მას ჰქონდა ერთი სტილი "პორტოში", მეორე "ჩელსიში", მან შეცვალა "ინტერი". ერთი სიტყვით, ჟოზე-ძალიან დიდი მწვრთვნელია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ესმის ესპანეთის ჩემპიონატის სპეციფიკა, ასევე ჩვენი ქალაქის და კლუბის, სადაც მას მოუწევს მუშაობა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია",-მოჰყავს ვალდანოს სიტყვები "AS'-ს.
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 27 მაი 2010
- 1 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.