ამხანაგური მატჩის მოლოდინში
როგორც იცით 30 მაისს სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება ამხანაგური მატჩი მადრიდის "რეალსა" და "მილანს" შორის. ზიდანი, ფიგუ, მაკმანამანი, ბუტრაგენიო, კარემბეუ, მალდინი, ბარესი, კოსტაკულტა და კიდევ სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები, სანტიაგო ბერნაბეზ კიდევ ერთხელ აუთრთოლებენ გულშემატკივარს გულს.
ამ ამხანაგური მატჩის სულის ჩამდგმელი სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია. შემოსული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას. ამჟამად გაყიდული არის 55,000 ბილეთი.
დღეს გაიმართა პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ მადრიდის მთავრობის წარმომადგენლები: ალეხანდრო ბლანკო და იგნასიო გონსალესი. მათ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კომენატრები გააკეთეს.
ასევე პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პტარა მადრიდელებმა და მილანელებმა სამოყვარულო დონეზე ითამაშეს ფეხბურთი.
ალეხანდრო ბლანკო:
"პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს. მისი თაოსნობით ჩატარდება ეს მატჩი და შემოსული თანხით ძალიან ბევრ, ნიჭიერი ბავშვს დავეხმარებით."
იგნასიო გონსალესი:
"ასეთი სახის ქველმოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია უამრავი ადამიანის დახმარება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობას ვუხდით ფლორენტინო პერესს."
ფლორენტინო პერესი:
"ფეხბურთმა ხალხი უნდა გააერთიანოს. ეს მატჩი ორი საფეხბურთო კლუბის მეგობრობის სათავედ იქცევა. მართალია ეს შეხვედრა იქნება ვეტერანების სტადიონზე დაბრუნების, საქველომქმედო, ისტორიული. თუმცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ მატჩში ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მადრიდის "რეალი" და "მილანი" ითამაშებენ. ჩემი აზრით მატჩი ძალიან საინტერესო იქნება."
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 27 მაი 2010
- 2 191
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.