გუტი, დუდეკი და გრანერო მადრიდის გოლფ მასტერებში
3 მადრიდის რეალის ფეხბურთელები დაესწრო პირველობის გახსნას და მათ ითამაშეს 18 ხვრელი სერხიო გარსიასთან და მიგელ ანხელ ხიმენესთან ერთად.
გუტი და დუდეკი არიან გოლფის გულშემატკივრები და ითამაშეს 18 ხვრელი სერხიო გარსიასთან და მიგელ ანხელ ხიმენესთან ერთად, რომლებიც არიან პრიფესიონალები. გრანერო, კი მსაჯი იყო.
გრანერო
"მომავალ სეზონში, უფრო მეტს მოვთხოვთ ჩვენ თავს და შეგვეძლება მოვიგოთ ტიტულები, რაც სურთ გულშემატკივარებს. გუნდში მოვლენ ახალი მოთამაშეები, მაგრამ მოთხოვნა ყოველთვის იგივე იქნება და ისევ ისე ვითამაშებ როგორც წინა სეზონში. მინდა იმის დამტკიცება, რომ გუნდში ადგილს ვიმსახურებ."
დუდეკი
"რამოდენიმე დღე უნდა მოვიცადო, რათა გავიგო რა მომელის მომავალში. მინდა, რომ მომავალ წელსაც დავრჩე გუნდში. აქ თავს კარგად ვგრძნობ და ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ჩემი ოჯახი და მე მადრიდს შევეჩვიეთ. დიდებული სეზონი ჩავატარეთ და სირცხვილია, რომ ასე დავასრულეთ. რაღაც ასპექტები უნდა გავაუმჯობესოთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად."
გუტი
"კიდევ 1 წელი მაქვს დარჩენილი კონტრაქტში და სხვაზე არაფერზე არ ვფიქრობ. ახლა უნდა დავისვენო. ჩვენ ვნახავთ რაც მოხდება მომავალ წელს."
წყარო: realmadrid.com
- 26 მაი 2010
- 2 290
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.