Times - მბაპემ „პსჟ“-ს კიდევ ერთი უარი უთხრა!
Times-ის ინფორმაციით კილიან მბაპეს წარმომადგენლობასა და „პსჟ“-ს ხელმძღვანელებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.
„მბაპეს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ახალი, 6 წლიანი კონტრაქტი, სადაც მისი ხელფასიც იზრდებოდა და ყველა პირობა უფრო მიმზიდველი ხდებოდა, მაგრამ ფეხბურთელი განახლებაზე უარს აცხადებს.
Times-ის ცნობით, კილიანს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ 2021 წელს „რეალში“ წავიდეს და თუ პარიზული მხარე მას ამის საშუალებას არ მისცემს, 2022 წელს „მერენგების“ რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
გარდა „რეალისა“, კილიანის დამატებაზე პრეტენზიას „ლივერპულიც“ აცხადებს და მზად არის, სატრანსფერო რეკორდიც დაამხოს, თუმცა თავად მბაპეს მადრიდში სურს.“
- 13 სექტემბერი 2020
- 2 809
- 4