„რეალი“ 3 ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 320 მილიონს გადაიხდის!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ 2022 წლამდე 3 ფრანგი ფეხბურთელის სახით მატება იქნება...
ფლორენტინო პერესი აპირებს, რომ კილიან მბაპეს, ედუარდო კამავინგასა და დაიო უპამეკანოს სანაცვლოდ 320 მილიონი ევრო გაიღოს. მადრიდში თვლიან, რომ კილიანის დამატებას 200 მილიონზე მეტი დასჭირდება, დანარჩენი თანხა კი კამავინგასა უპამეკანოზე გადანაწილდება.
ზიდანი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც გუნდის კიდევ უფრო მეტ გაახალგაზრდავებასა და სახეების ცვლილებას ეხება.
- 11 სექტემბერი 2020
- 9 319
- 22