„ტოტენჰემმა“ „რეალის“ 2 ფეხბურთელში 60 მილიონის გადახდა გადაწყვიტა!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ „რეალს“ 60 მილიონიანი წინადადებით მიმართავს...
„განსაკუთრებულს“ გარეთ ბეილისა და სერხიო რეგილონის დამატება სურს, თუმცა გარკვეული პირობები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შედგება, ფლორენტინო პერესი პირველ ეტაპზე 35 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დანარჩენი 25 მილიონი ევრო 2021 წლის ზაფხულამდე, ეტაპობრივად აისახება „ბლანკოსის“ ბიუჯეტში.
ამ ნაბიჯით ლონდონელები ცდილობენ, რომ გარეთის პრეტენზიები დააკმაყოფილონ მის მაღალ ხელფასთან დაკავშირებით.
RMC-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები რეალურია, მაგრამ სერხიო რეგილონს „ტოტენჰემზე“ მეტად „იუნაიტედის“ წინადადება ხიბლავს.
- 9 სექტემბერი 2020
- 5 107
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.