„რეალი“ 3 ტოპ ვარსკვლავში 400 მილიონს გადაიხდის!
ესპანური გამოცემების ცნობით, 2021 წელს მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე აქტიური კლუბი იქნება...
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მომდევნო ზაფხულს გუნდის სრულ გარდაქმნას იწყებს, ვინაიდან ხვდება, რომ რამოსი, მოდრიჩი, მარსელო, ბენზემა და სხვა ასაკოვანი ფეხბურთელები კოლექტივს ეტაპობრივად დატოვებს.
უმთავრესი მიზანი კილიან მბაპეს შეძენა იქნება, რომლისთვისაც „ბლანკოსი“ სატრანსფერო რეკორდის დამხობას აპირებს. პერესი ფრანგისთვის დაახლოებით 220-იდან 235 მილიონ ევროს გაიმეტებს.
ასევე 2021 წლისთვის იგეგმება ედუარდო კამავინგას დამატებაც, რომელიც მომდევნო სეზონში კვლავ „რენში“ იქნება, თუმცა „რეალთან“ კავშირი არ გაწყდება. მესამე ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდია, რომელიც გოლს გოლზე იტანს და როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში ძალიან პროდუქტიული მოთამაშეა.
- 9 სექტემბერი 2020
- 14 237
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.