რეგილონმა ფლორენტინო პერესი მოხიბლა
ესპანეთის ნაკრებმა „დი სტეფანოზე“ უკრაინა გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებას „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ესწრებოდა...
„რეალის“ პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდებოდა სერხიო რეგილონის თამაშს, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა.
სერხიო ბურთს 99-ჯერ შეეხო, აქედან 66 პასი გააკეთა, სადაც 96%-იანი სიზუსტე ჰქონდა.
რეგილონი ეფექტური იყო ჩაჭრებში, ასევე ფლანგიდან შეტევების გამწვავებასა და თანაგუნდელების დახმარების კომპონენტში.
პერესი დაფიქრდა, ის ხვდება, რომ სერხიოს დაკარგვა ცუდი გადაწყვეტილება იქნება.
Defensacentral იუწყება, რომ ფლორენტინო მოხიბლულია და აპირებს, რომ ზიდანს რეგის დაბრუნებაზე ესაუბროს.
- 7 სექტემბერი 2020
- 1 582
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.