პირადი კონტრაქტი შეთანხმდა - რეგილონი პრემიერლიგაში მიდის?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, სერხიო რეგილონის აგენტმა, მანჩესტერ „იუნაიტედთან“ 5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
როგორც სჩანს, სერხიოსთვის ინგლისში გადასვლა მიმზიდველია, სწორედ ამიტომ აგენტმა იაქტიურა და შეთანხმებასაც მიაღწია.
ახლა ყველაფერი „რეალზეა“ დამოკიდებული. თუ ზიდანი სერხიოს გაშვებაზე თანხმობას განაცხადებს, მანჩესტერული კლუბი „რეალს“ დაახლოებით 28 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელთან 5 წლიან თანამშრომლობას მოაწერს ხელს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „წითლები“ რეგილონს წლიურად, ხელფასის სახით 4.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რაც გაცილებით აღემატება ფეხბურთელის ამჟამინდელ სარგოს.
- 7 სექტემბერი 2020
- 1 437
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.