მოდრიჩი:„კარიერის დასრულება „რეალში“ მსურს, მაგრამ ამას მე არ ვწყვეტ“
ლუკა მოდრიჩმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„კარიერის დასრულება მადრიდში მსურს, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. „რეალში“ არაერთ მსოფლიო დონის ვარსკვლავს უთამაშია, თუმცა კარიერის ბოლო წლებში სხვა კლუბისკენ აუღია გეზი.“
„არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ რაც უფრო დიდხანს დავყოფ სამეფო კლუბის რიგებში, მით უკეთესი.“
„2021 წელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დიდი გეგმები მაქვს, ხოლო 2022-ზე საუბარი ჯერ არ შემიძლია, ვინაიდან ეს შორეული პერსპექტივაა.“
„თუ „ბლანკოსი“ გამიშვებს, სხვა ვარიანტებს აუცილებლად განვიხილავ, რადგან ვთვლი, რომ ჯერ კარიერის დასრულების დრო არ მოსულა. რამდენიმე წელიწადი კიდევ მიხილავთ მწვანე მინდორზე“
- 6 სექტემბერი 2020
- 990
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.