საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - გარეთ ბეილი!
ესპანური გამოცემების ცნობით, გარეთ ბეილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია...
უელსელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედის. ფლორენტინო პერესმა მოთამაშის აგენტთან შეხვედრისას დააფიქსირა, რომ ბეილმა კლუბი უნდა დატოვოს.
ასევე ცნობილია, რომ „ბლანკოსი“ მას უფასოდ არ გაუშვებს.
გარეთს შეუძლია ახალი კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე ეძებოს.
რაც შეეხება კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს. „მერენგები“ ამ ნაბიჯისგან თავს იკავებენ.
- 6 სექტემბერი 2020
- 8 579
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.