ბრაჰიმ დიასი:„დავამტკიცებ, რომ ბევრი შემიძლია“
ბრაჰიმ დიასი „მილანის“ ფეხბურთელია. 1 წლის განმავლობაში ახალგაზრდა ესპანელი იტალიის სერია „ა“-ში ცდის ბედს.
„ჩემთვის „მილანის“ ვარიანტი იდეალური იყო. მქონდა შემოთავაზებები, რომელიც ლა ლიგიდან იყო, მაგრამ არ ვინტერესდებოდი.“
„„როსონერი“ ისტორიული კლუბია, ჩემთვის აქ გადმოსვლა დიდი პატივია.“
„მადრიდის „რეალში“ დაბრუნება და ფეხის მოკიდება ჩემი ოცნებაა. ზინედინ ზიდანს დავუმტკიცებ, რომ ცდებოდა, როცა მეტს არ მათამაშებდა.“
„შესაძლოა არასწორად გამიგოთ, მაგრამ გაცილებით მეტი შემიძლია და ამას დავამტკიცებ. ახლა მაქვს ბრწყინვალე შესაძლებლობა იმისა, რომ ვაჩვენო ყველას, რა შემიძლია.“
- 5 სექტემბერი 2020
- 1 262
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.