„მანჩესტერი“ ზიდანის კიდევ ერთ სიმპატიას ყიდულობს?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „იუნაიტედი“ დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერით არ კმაყოფილდება და „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის კიდევ ერთ სიმპატიას ყიდულობს.
საქმე ლაიფციგელ დაიოტ უპამეკანოს ეხება, რომლის დამატებასაც ზინედინ ზიდანი მომდევნო წლის ზაფხულში გეგმავდა.
ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისელებმა „ლაიფციგს“ 30 მილიონი ევრო შესთავაზეს, ხოლო თავად უპამეკანოს 5 წლიანი კონტრაქტი.
არ არის გამორიცხული, დაიოტის პრემიერლიგაში ტრანსფერი მომდევნო 48 საათის განმავლობაში დადასტურდეს.
ამ შემთხვევაში ზინედინ ზიდანის რამოსის შემცვლელზე დაფიქრება კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ მოუწევს.
- 2 სექტემბერი 2020
- 2 556
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.