ვან დე ბეეკის აგენტი:„დონის „რეალში“ ტრანსფერი მარტში დასრულებული იყო“
დონი ვან დე ბეეკის აგენტმა, სიააკ სვარტმა მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა.
„დონის „რეალში“ ტრანსფერი მარტის თვეში უკვე შეთანხმებული იყო. ჩვენ ყველა დეტალი შევიწავლეთ და ხელშეკრულებაც შევათანხმეთ.“
„ჰოლანდიელ ფეხბურთელს კარიერას მადრიდულ გრანდში უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ პანდემიის გამო გამოწვეულმა კრიზისმა ყველაფერი შეცვალა.“
„„რეალმა“ თქვა, რომ ფული არ აქვს და ტრანსფერს ვერ გაჩარხავს.“
„ჩვენ მივიღეთ მანჩესტერ „იუნაიტედის“ წინადადება. ვთვლით, რომ ეს კლუბი საკუთარ ადგილზე ბრუნდება, დონი კი ყველაფერს გააკეთებს პრემიერლიგაში წარმატების მისაღწევად და ახალი კლუბის დასახმარებლად.“
- 2 სექტემბერი 2020
- 2 688
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.